20 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
სასამართლომ ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა პატიმრობაში დატოვა. სასამართლო სხდომა მინსკის საქალაქო სასამართლოს შენობაში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. პარალელურად კი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მზად არის მინსკში გაემგზავროს, რათა ხელი შეუწყოს ბელარუსში შექმნილი კრიზისის დარეგულირებას.

ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსის მასშტაბით 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც გამარჯვება ისევ ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიპოვა.

დღის ამბები