25 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილავენ

შრომის კოდექსში დიმიტრი ცქიტიშვილისა და სხვა კანონმდებლების ინიციატივით შემუშავებული ცვლილებების პროექტს დღეს დეპუტატები მესამე მოსმენით უბრუნდებიან. საკითხის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტზე იგეგმება.

ცვლილებები ეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, სტაჟირების დროის რეგულირებას, ასევე გაძლიერდება შრომითი ინსპექციის უფლებები.

ცვლილებების ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას ოპოზიციაში და კორუფციის საშიშროებაზე საუბრობენ. ამასთან მათი თქმით, შრომის ინსპექტირების გაზრდა და მისთვის სადამსჯელო ფუნქციების მინიჭება. ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუშლის. ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს მმართველი გუნდი.

დღის ამბები