მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს ევროპის ქვეყნები. შეზღუდვებს ამკაცრებენ. მონაცემების ზრდის გამო, იტალიაში პარიზისა და საფრანგეთის რამდენიმე რეგიონიდან ჩასულ პირებს სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდებათ.
კორონავირუსის გამო ერთი კვირით გადაიდო ევროკავშირის საბჭოს ხვალისთვის დაგეგმილი სხდომა. COVID-19 ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დაცვის წევრს დაუდასტურდა. თვითიზოლაციის გამო სხდომა პირველ და ორ ოქტომბერს ჩატარდება.
გასულ დღე-ღამეში ვირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა იორდანიასა და ირანში.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნარჩუნდება საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად რუსეთში 160, თურქეთში 65, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი 2-2 პაციენტი გარდაიცვალა.