19 აპრილი 2024,   16:55
ვრცლად
პოლონეთის საზღვართან რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდა

ბელარუსში პოლონეთის საზღვართან ახლოს ქალაქ ბრესტთან რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდა.

რუსეთი თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში სახელწოდებით "სლავური ძმობა" 900-მდე რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს.

ოფიციალური მინსკის განცხადებით, წვრთნები ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული. რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი წვრთნები 15 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები