ვაშინგტონმა ვენესუელის 5 დეპუტატს სანქციები დაუწესა. ნიკოლას მადუროს რეჟიმის მხარდამჭერ ოპოზიციონერ დეპუტატებს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივები გაეყინებათ, გარდა ამისა ვეღარ შეძლებენ ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებთან.
მანამდე, მიმდინარე თვის დასაწყისში ვაშინგტონმა შეზღუდვები ვენესუელის 4 მოქალაქეს არჩევნებში ჩარევის გამო დაუწესა. ვენესუელაში ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად მსოფლიოს 50 ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები ცნობს, მადუროს რეჟიმს კი რუსეთი, ჩინეთი და კიდევ სამი სახელმწიფო აღიარებს.