25 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
ინდოეთში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

ინდოეთში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. შემთხვევა მუმბაიდან 38 კილომეტრში მოხდა. სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ათობით ადამიანი მოჰყვა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. 25 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კორპუსში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შენობის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს ინდოეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა.

დღის ამბები