ალექსეი ნავალნი ბერლინში საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ის კლინიკაში თვეზე მეტ ხანს გადიოდა მკურნალობას.
პარალელურად კი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი არ მოითმენს ქიმიური იარაღის გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში. მაკრონმა რუსეთს მოუწოდა, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციას ნათელი მოჰფინოს. კრემლი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.