აქცია თბილისის მერიასთან - ადგილზე თბილისის ზღვის მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელები შეიკრიბნენ. ისინი საკუთარი მიწების გამოყენებაზე შესაბამის ნებართვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები მშენებლობის გამარტივებულ ნებართვებს ითხოვენ. მათი თქმით, მიწები მათი კერძო საკუთრებაა და უფლება უნდა ჰქონდეთ, ის სურვილისამებრ გამოიყენონ.
"ვითხოვთ გამარტივებულ მშენებლობის ნებართვებს. ეს არის ჩვენო კერძო საკუთრება, რაზეც სრული უფლება გვაქვს, ჩვენი კერძო საკუთრება გამოვიყენოთ, როგორც ჩვენ გვსურს," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეებს თბილისის მერიაში უპასუხეს.
"ჩვენი დანაპირები რაც იყო ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, ჩვენ ზონა ნაწილობრივ შევუცვალეთ. იმ ადამიანებს, ვისაც ზონა ვერ შევუცვალეთ, იმიტომ რომ არის ლანდშაფტური ტერიტორია ან ადევს სხვა ტიპის შეზღუდვები, ამ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ვთავაზობთ რომ მოხდეს ამ ტერიტორიების ჩანაცვლება. მშენებლობასთან დაკავშირებით, ვისაც ზონა შეეცვალა, შესაბამისი რეგულაციით შეეძლებათ მშენებლობის განხორციელება,“ - ამბობს მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი.