ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან, ონლაინ შეხვედრა გამართა.
გიგი წერეთლის თქმით, დღეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია და ეუთოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ დაეხმაროს ბელორუს ხალხს ვითარების განმუხტვასა და დიალოგის დაწყებაში.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ვითარება, რომელიც ბელორუსშია, უნდა იყოს გაკვეთილი მათთვის, ვინც ეცდება არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს.