"ნუ გვატყუებთ, ბიზნესი შველას ითხოვს" - ამ სლოგანით ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები დღეს მორიგ აქციაზე, ამჯერად ეკონომიკის სამინისტროსთან იკრიბებიან.
ხელისუფლებისგან ისინი მუშაობის უფლებას, ან ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ. როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, ისინი პანდემიისგან შექმნილი მდგომარეობით ყველაზე მეტად დაზარალდნენ და რამდენიმე მათგანმა აღებული კრედიტების გადაუხდელობის გამო უძრავი ქონებაც დაკარგა.
აქციაზე მისვლას აპირებენ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
"ეკონომიკის სამინისტროსთან ვმართავთ აქციას, რათა მათ გაგვცენ პასუხი, როდემდე გაგრძელდება ეს ტყუილი, ან რას უპირებენ ბავშვთა გასართობ ცენტრებს. სახელმწიფომ მოგვცეს მუშაობის საშუალება და ასევე არსებული დავალიანებები, რაც გვაქვს ბანკების წინაშე, გაგვიწიოს სახელმწიფომ შუამდგომლობა," - განაცხადა საბავშვო გასართობი ცენტრების წარმომადგენელმა გიორგი ლაღიძემ.