ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. მომიტინგეები მინსკის ქუჩებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის საპასუხოდ გავიდნენ.
აქციის მონაწილეების ნაწილმა ცოცხალი ჯაჭვით გზები გადაკეტა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ადამიანის უფლებადამცველთა ჯგუფის ცნობით, დაკავებულია 200-მდე აქტივისტი. არიან დაშავებულებიც. ლუკაშენკოს გადადგომას ბელარუსში უკვე მეორე თვეა ითხოვენ.
მომიტინგეები მას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.