25 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს ნეიტრალურად, ეთიკური ნორმების დაცვით აშუქებდა - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გაეროს განვითარების პროექტის "საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა" ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება, ძირითადად, ნეიტრალურად, ეთიკური ნორმების დაცვით აშუქებდა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება ძირითადად, ნეიტრალურად, ეთიკური ნორმების დაცვით აშუქებდა მიმდინარე საზოგადოებრივ -პოლიტიკურ მოვლენებს. ჟურნალისტები არ იყენებდნენ შეურაცხმყოფელ, დამცინავ ლექსიკას პოლიტიკოსების მიმართ. ამ არხზე დაფიქსირებული უარყოფითი ან დადებითი ტონი ძირითადად, რესპონდეტებიდან მომდინარეობს, კერძოდ, როცა ერთი პოლიტიკოსი საუბრობს სხვაზე.

როგორც ცნობილია, 2019 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის მფლობელი შეიცვალა და შესაბამისად, შეცვლილია სარედაქციო გუნდი, რაც აისახა მონიტორინგის შედეგებზე. სამონიტორინგო პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია, თუ წინა მონიტორინგის დროს ხელისუფლების მამხილებელი ნიუსები იყო საინფორმაციო გამოშვების გამხსნელი, ახლა ძირითადი თემები გახმაურებული კრიმინალური საქმეების ექსკლუზიური დეტალების გაშუქებაა," - ნათქვამია კვლევაში.

"რუსთავი 2"-ის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ 9 საათიან "კურიერს".

მონიტორინგი 2020 წლის 15 ივნისს  დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

 

დღის ამბები