25 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
პროფესიონალიზმი იზრდება, თუმცა საჭიროა მეტად ღრმა და ანალიტიკური გაშუქება - ლუიზა ვინტონი მედიამონიტორინგის ანგარიშზე

როგორ აშუქებს მედია 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიას და რა ტენდენციები იკვეთება საინფორმაციო სამსახურების მუშაობაში - ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით კვლევა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა.

სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის შუალედური ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს ძირითადად ნეიტრალურად, ეთიკური ნორმების დაცვით აშუქებდა.

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი აცხადებს, დღის წესრიგს ქმნიან პოლიტიკური პარტიები და არა მედია. მისი შეფასებით, პროფესიონალიზმი იზრდება, თუმცა საჭიროა მეტად ღრმა და ანალიტიკური გაშუქება

"არჩევნებზე ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა. გადამწყვეტია, ისინი რა არჩევანს გააკეთებენ, ამაში კი მედია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ისინი უზრუნველყოფენ ამომრჩევლის ინფორმირებულობას. მედია ხედავს პოლიტიკურ ლანდშაფტს, რომელიც თანდათან უფრო განსხვავებულ სახეს იძენს, მეტად პლურალისტურს, რასაც ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ. პროფესიონალიზმი იზრდება, თუმცა საჭიროა მეტად ღრმა და ანალიტიკური გაშუქება. დღის წესრიგს ქმნიან პოლიტიკური პარტიები და არა მედია. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას მედიის კრიტიკისა და ჩაძიების გარეშე. რიგი სოციალური საკითხები გვერდზე რჩება. ონლაინ მედიაში არ არის გავლებული ხაზი დაფინანსებულ და სარედაქციო მასალას შორის.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მედიამონიტორინგში გამოიკვეთა, არის უცხოური გავლენა. ამ პროცესში ორი დიდი მოთამაშეა - ამერიკა და რუსეთი. რუსეთი ამ შემთხვევაში უარყოფითად არის აღქმული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩევნებში რუსეთის აქტორი ნეგატიურად იქნეს აღქმული," - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

დღის ამბები