20 აპრილი 2024,   02:20
ვრცლად
ჟურნალისტები გაცილებით ხშირად იყენებენ შეურაცხმყოფელ, დამცინავ, ცინიკურ გამონათქვამებს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა. სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის შუალედური ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის ნანა ბიგანიშვილის განცხადებით, ჟურნალისტები გაცილებით ხშირად იყენებენ შეურაცხმყოფელ, დამცინავ, ცინიკურ გამონათქვამებს, ვიდრე წინა წელს.

"კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ ძალას უჭერენ მხარს, აქცენტს აკეთებენ საწინააღმდეგო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ნეგატიურ გაშუქებაზე და არა მათთვის მისაღები პოლიტიკური პარტიის დადებითად წარმოჩენაზე. ჟურნალისტები გაცილებით ხშირად იყენებენ, ვიდრე წინა წელს, შეურაცხმყოფელ, დამცინავ, ცინიკურ გამონათქვამებს და ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ რეალურად ჟურნალისტის ტექსტი და ციტატები სრულიად არ შეესაბამება და არ უნდა გადიოდეს ეთერში," - აღნიშნა ნანა ბიგანიშვილმა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს ძირითადად ნეიტრალურად, ეთიკური ნორმების დაცვით აშუქებდა.

დღის ამბები