"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატების წარგენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოფიალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა.
"ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" შეძლეს ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა.
გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან მალხაზ ჯალაღონია.
აქ არიან ძალიან გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და იწყება ახალი ეპოქა. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, არამხოლოდ ტელესივრცის სუპერვარსკვლავი, არამედ ზოგადად, შემოქმედებითი პროფესიებისა საქართველოში, ესეც ძალიან დიდი შენაძენია.
ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარული დეპუტატი, იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე.
ის, რომ დევი ჩვენთან არის, ის რომ საქართველოს სამსახურში დგას ისევ, ის, რომ იქნება წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და ასევე, იმედია, საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენი მივდივართ გამარჯვებისკენ,"– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.