25 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
პურზე და ფქვილზე დღეის მდგომარეობით ფასი არ გაზრდილა - პურის მცხობელთა ასოციაცია

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში პურის ფასი არ გაზრდილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ.

მისი განცხადებით, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები გაზრდილი დანახარჯების პირობებში მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ.

"პურზე ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა. მე ვსაუბრობ დღევანდელ დღეზე, არც ფქვილზე და არც ელექტროენერგიაზე ფასები არ გაზრდილა,"- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

დღის ამბები