დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეებში, PCR ტესტების ჩატარების დინამიკა გაიზარდა.
"პარასკევს, ორშაბათსა და სამშაბათს ვაწარმოებდით და დღესაც გრძელდება ტესტირება იუსტიციის სახლში მიმსვლელებისთვის. გუშინ იქ საკმაოდ დიდი ინტენსივობით ჩატარდა ტესტირება. სამი დღის განმავლობაში აღებულია 794 ადამიანის ნიმუში, 538-ის კვლევები კი დღეს დილით დამთავრდა, მათგან 4 COVID დადებითი აღმოჩნდა. ქვეყანაში დღემდე 587,259 PCR ტესტია აღებული. ტესტების ჩატარების დინამიკა არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.