20 ოქტომბერი 2020,   06:27
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში - თალიბების თავდასხმას 28 პოლიციელი ემსხვერპლა

თავდასხმა ავღანეთში - თალიბების თავდასხმას 28 პოლიციელი ემსხვერპლა. შემთხვევა პროვინცია ურუზგანში მოხდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.

ეს ამ კვირაში უკვე მეორე თავდასხმაა. რამდენიმე დღის წინ თალიბების შეტევას 14 პოლიციელი და სამხედრო ემსხვერპლა. თავდასხმების პარალელურად კი ყატარში ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

დღის ამბები