20 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
დაიწყეს ბრძოლა ბინძური წესებით, დავასახელებ კონკრეტულ დეპუტატებს - ნინო შეწირული მმართველ პარტიას ამომრჩევლის დაშინებაში ადანაშაულებს

"ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" გურიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მმართველ პარტიას ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. ნინო შეწირულმა ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში, შტაბის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც პარტიაში ამბობენ, ბრიფინგი ერთგვარი გაფრთხილება იყო მმართველი პარტიის მისამართით, მსგავსი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კი ისინი კონკრეტულ გვარებს დაასახელებენ.

"იყო მოსყიდვა ქრთამის სახით. ამ ეტაპზე ეს იყო გაფრთხილება, რომ მსგავსი არ განმეორდეს, თუმცა პირდაპირ გეუბნებით, არ მაქვს იმედი, იმიტომ, რომ ძალიან ბინძური წესებით დაიწყეს ამათმა ბრძოლა. ამიტომ, ჩემი მეორე შეხვედრა იქნება ის, რომ მე ვილაპარაკებ სახელ და გვარებზე, მე ვილაპარაკებ კონკრეტულ დეპუტატებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც ამ გარემოცვაში და ასეთი წესებით იბრძვის," - აცხადებს ნინო შეწირული-გობრონიძე

დღის ამბები