25 აპრილი 2024,   13:29
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთში ბიზნესსექტორთან შეხვედრა გამართეს

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთში ბიზნესსექტორთან შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, "ქართული ოცნების" ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებზე და მის ხელშეწყობაზე.

დღის ამბები