24 აპრილი 2024,   00:56
ვრცლად
ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ამერიკელმა სენატორებმა სანქციები მოამზადეს

ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ამერიკელმა სენატორებმა სანქციები მოამზადეს. სენატორებს სურთ ოპოზიციონერის მოწამვლაში მონაწილე რუსეთის ოფიციალურ პირებს პერსონალური სანქციები დაუწესდეს. კანონპროექტის ავტორი დემოკრატი სენატორი კრის კუნსია. შესაბამისი დადგენილების მიღების შემთხვევაში აღნიშნული პირების ანგარიშებს დააყადაღებენ და მათ შეერთებულ შტატებში ჩასვლა აეკრძალებათ.

მოწამვლისა და რამდენიმე დღიანი კომის შემდეგ, ალექსეი ნავალნის 32 დღიანი მკურნალობა დასჭირდა, ის  ბერლინის საავადმყოფოდან  რამდენიმე დღის წინ გაწერეს. ექიმები მის სრულად გამოჯანმრთელების შესაძლებლობას რელურად მიიჩნევენ.

დღის ამბები