23 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
პანდემიის გამო რიოში კარნავალი აღარ გაიმართება

კორონავირუსის მატების გამო სხვადასხვა ქვეყნები ზომებს ამკაცრებენ. პანდემიის გამო რიოში კარნავალი აღარ გაიმართება. ისევე როგორც დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც, ბოლო 24 საათში ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა ჰოლანდიაშიც. კარანტინი მკაცრდება ისრაელშიც.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ისრაელში ყველა მაღაზია დაიხურება. მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლებიდან ერთ კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილება აკრძალული ექნებათ.

რთული ვითარებაა რუსეთშიც. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოსკოვში, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, სახლში დარჩენის რეკომენდაციას აძლევენ.  

დღის ამბები