20 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია კიბერთავდასხმებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს - კარლ ჰარცელი

თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი მიმდინარეობს. დიპლომატებმა ფორუმის ფარგლებში ხაზი გაუსვეს იმას, რომ საარჩევნო პერიოდი ამ მხრივ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევა და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ჩართულობა და მზაობა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს დაეხმარონ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის თქმით, კიბერუსაფრთხოება ერთიანი გამოწვევაა და ამას ყველა ქვეყანა გაერთიანებული ძალებით უნდა ებრძოლოს.

"ვფიქრობ, ფორუმი ძალიან დროული იყო მაშინ, როცა ასე ახლოსაა არჩევნები და გვახსოვს კიბერთავდასხმები, რომელიც საქართველოში მოხდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ყველასთვის, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ განვიხილოთ სხვადასხვა გზები ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ე.წ დიპლომატიური იარაღის ყუთი, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ ასეთ თავდასხმებს. 2 თვეზე ნაკლები დრო გავიდა და გვახსოვს, რომ ევროკავშირმა დააწესა პირველი სანქციები კიბერთავდასხმის წინააღმდეგ. ეს იყო პასუხი იმაზე, რაც ევროპულ მიწაზე მოხდა. ევროკავშირისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზულია. ჩვენ საქართველოსთვის ერთ-ერთი პარტნიორი ვართ, რომელთანაც ვმუშაობთ, რომ შევქმნათ კიბერუსაფრთხოება, ვფიქრობ ამ მიმართულებით საქართველო ყველაფერს გააკეთებს და აამუშავებს კიდევ უფრო მეტ მექანიზმს, გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში არც,ერთ ქვეყანას არ შეუძლია კიბერთავდასხმებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, ამიტომ ვფიქრობთ, შევქმნათ მრავალმხრივი ფორმატი და ერთიანი ძალებით ვიმუშაოთ კიბერუსაფრთხოებაზე, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

დღის ამბები