25 აპრილი 2024,   16:36
ვრცლად
მოსამართლეთა გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება - ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბრობს  

მოსამართლის გარეშე დარჩენილი სასამართლოები და ხელოვნურად გაჭიანურებული კონკურსები - ეს ის საკითხებია რაზეც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი საუბრობს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა მცირე რაოდენობა მართლმსაჯულების ხარვეზებზე მიუთითებს.

"მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც სასამართლო სისტემა დგას, ეს არის მოსამართლეთა გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ე.წ. კლანი, ხელოვნურად ქმნის ამ მდგომარეობას. პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა არის ის, რომ გამოცხადდეს კონკურსები დროულად და ამ კონკურსების გამოცხადების ვალდებულება უნდა დაეკისროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობით,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები