24 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობის აღმოფხვრაზე რეკომენდაციები მოამზადა

სახალხო დამცველი ეროვნული უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშს წარადგენს. ომბუდსმენის აპარატმა ამ მიმართულებით პრობლემების აღმოფხვრისთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავა.

საკითხებს შორის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ეროვნული უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, განათლების ხელმისაწვდომობა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვაა.

"ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მაინც არ გვაქვს მიღებული ის შედეგი, რისი მიღებაც ამ დროის განმავლობაში იყო შესაძლებელი. ეს ეხება როგორც განათლებას, ეს ეხება სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადებას, ეს ეხება პოლიტიკურ პროცესებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ძალიან დაბალ მაჩვენებელს. სამწუხაროდ ჩვენი ეროვნული უმცირესობების უმრავლესი წარმომადგენელი კვლავ უცხო ქვეყნის მედიასაშუალებებიდან იღებს ინფორმაციას," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები