20 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლება საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია - თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგს.

თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ძალისხმევას, რომ უახლოეს ხანში გათავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა თანამოქალაქეებიც. 

"ნამდვილად მისასალმებელია და აღსანიშნავია დღევანდელი ფაქტი, რომ ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ერთობლივად გაწეული ძალისხმევის შედეგს. სამწუხაროდ, კვლავ რჩებიან უკანონო პატიმრობაში ჩვენი სხვა თანამოქალაქეებიც და ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით ძალისხმევას, რათა უახლოეს ხანში მათ შეძლონ ასევე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

დღის ამბები