19 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი მოინახულა

26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყანაში გაუქმდა ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა, სავარაუდოდ, ეკიპაჟის შეცდომამ გამოიწვია.

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 26 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტია. კატასტროფას მხოლოდ 1 მგზავრი გადაურჩა, ის კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება. მის მოსანახულებლად საავადმყოფოში უკრაინის პრეზიდენტიც მივიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ტრაგედიის ადგილზეც მივიდა და კატასტროფის მიზეზების შესწავლა სპეციალური ჯგუფს დაავალა.

უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

დღის ამბები