23 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღონისძიებები იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. 

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო წელი ზუსტად იმ რეჟიმში განახლდება, როგორც გამოცხადებული იყო.

"ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები, ამიტომ, ნორმალური ცხოვრების პირობებში გავრცელება რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატარიოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად - დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები