25 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ, შეიძლება რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რაღაც გამონაკლისები იყოს, თუმცა რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი გადახრები ვერ იქნება.

"საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი, ამიტომ რაღაც დიდი გადახრები ვერ იქნება," - განმარტა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები