20 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
მართლმადიდებლური ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს

მართლმადიდებლური ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულებს. წირვას ესწრებიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები.

წირვის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. გადაიხადა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი.

ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება "ჯვართამაღლება“.

დღის ამბები