ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს ქაოსისა და ანარქიის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. ეს განცხადება მან გაეროს გენერალური ასამბლეის ონლნ შეხვედრაზე გააკეთა.
ვლადიმირ მაკეის მტკიცებით, სანქციებისა და შეზღუდვების დაწესებას ყველასთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ბელარუსი კი განვითარებისთვის წლებს დაკარგავს. ბელარუსში პროტესტი არ წყდება, გასულ დღეს აქციაზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.