23 აპრილი 2024,   22:34
ვრცლად
საერთაშორისო საზოგადოება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მხარეებს სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი," - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები