20 ოქტომბერი 2020,   08:05
ვრცლად
"ეგეოსის ავიახაზებმა" თბილისი-ათენის მიმართულებით რეისი შეასრულა

"ეგეოსის ავიახაზებმა" თბილისი-ათენის მიმართულებით ავიარეისი გვიან ღამით შეასრულა. ავიაკომპანია "ეგეოსის" დირექტორის, ოთარ თაყაიშვილის თქმით, ბორტზე 170 მგზავრი იმყოფებოდა - უმეტესად საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც, ძირითადად, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რეისის გარდა, ოქტომბერში შესაძლებელი იქნება ათენი-თბილისის რეისის განხორციელებაც. 

მგზავრებისთვის გამგზავრებამდე covid-19-ზე ტესტის გაკეთება სავალდებულო არ იყო. ადგილობრივი რეგულაციებით, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეები შემოწმებას ათენის აეროპორტში გაივლიან.

დღის ამბები