24 აპრილი 2024,   07:56
ვრცლად
ანა დოლიძე ხელისუფლებას მოუწოდებს აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს საქართველოს როლზე იმსჯელონ

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე პრემიერს გიორგი გახარიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს საქართველოს როლზე იმსჯელონ.

ანა დოლიძის თქმით, ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან, მეზობელ სახელმწიფოში არსებული დაძაბულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც საქართველოზე, ასევე, მთელს ამიერკავკასიაზე, ამიტომ საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სასწარაფოდ უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა.

"სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ისედაც მყიფეა ჩვენს რეგიონში ​კორონავირუსის პირობებში, ფაქტია, რომ კიდევ უფრო დაზიანდება და კავკასიაში ეკონომიკური სიტუაცია ყველასთვის გამწვავდება. უსაფრთხოების საბჭომ უნდა მოიფიქროს, სწორად მოვემზადოთ იმ რისკებისთვის, რომელიც ამ გამწვავებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს საქართველოსთვის.

ამასთან, იქნებ საქართველოსთვის არსებობს საშუამავლო როლი, რომელსაც ვითამაშებთ, რომ ეს სიტუაცია მალევე, სასწრაფოდ განვტვირთოთ,"-განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები