18 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და დამსახურებული ჟურნალისტი დალი ჩიკვილაძე და ფილოლოგი ლია ბიბილეიშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

სალომე ზურაბიშვილმა ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე დალი ჩიკვილაძე (სიკვდილის შემდეგ) ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისთვის დააჯილდოვა, ხოლო ფილოლოგი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე ლია ბიბილეიშვილი - ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისათვის.

დღის ამბები