აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება დილიდან სომხეთის მხრიდან ქალაქ ტერტერზე შეტევის შესახებ იუწყება. სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო ერევანს უკანასკნელად აფრთხილებს, რომ ის შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს. მანამდე მხარეებმა კონფლიქტის დროს დანაკარგის შესახებ მონაცემები გაავრცელეს.
ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საბრძოლო მასალის 3 საწყობი და 20-ზე მეტი ტანკი გაანადგურეს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედიაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი სომხეთის მხარეს 550-ს აჭარბებს.
ოფიციალური ერევანი კი 31 სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იტყობინება. მათივე ინფორმაციით, შეტაკებების დროს 200 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა ამ ინფორმაციას ბაქო არ ადასტურებს. მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. კონფლიქტს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც.
სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.