20 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის შემთხვევებზე, ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პარტიები შეთანხმდნენ - თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს  და აცხადებს, რომ ეს არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ.

თამარ ჟვანია მიიჩნევს, რომ მსგავს ფაქტებზე დროულად უნდა მოხდეს რეაგირება.

"გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ასევე ცნობილი გახდა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს. ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება," - ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები