პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" ნიკა მელიას ბრალდებას გამოეხმაურა, რომელიც მმართველ გუნდს თავდასხმაში ადანაშაულებს.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ინტერესშია, რომ წინასაარჩევნო პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს.
"ჩვენი პარტიის, ხელისუფლების და ქვეყნის ინტერესშია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა რაც შეიძლება მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ამის სურვილი აქვს, მით უმეტეს "ქართულ ოცნებას", რომელსაც მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს სხვა პარტიებთან მიმართებაში. ჩვენი ინტერესია, რომ პროცესი წარიმართოს ძალადობის გარეშე. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების სურვილია, რომ მეტი პროვოკაციით სიტუაცია დაძაბონ, შექმნან ფონი, რომ თითქოს საარჩევნო პროცესი არამშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდეს. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან,"-განაცხადა ირაკლი სესიაშვილისგან.