19 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
დამტკიცდა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირებას - გიორგი ჭიჭინაძე

საპენსიო სააგენტომ მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი წარმოადგინა. ის მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირების სტრატეგიას ადგენს. დოკუმენტი ბენეფიციართა დანაზოგის დაცვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ამ დროისთვის, საპენსიო აქტივების პორტფელი ერთ მილიარდ ლარს შეადგენს, აკუმულირებული დარიცხული სარგებლის რაოდენობა 100 მილიონი ლარით განისაზღვრება. დაგროვებითი პენსიის პროგრამაში კი, 1 მილიონ 55 ათასი მოქალაქეა ჩართული.

"დამტკიცდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირებას. მისი უმთავრესი მიზანია, რომ ნაკლებრისკიანი პორტფელის მეშვეობით მიღებულ იქნას მაღალი ამონაგები, რისი შედეგიც სახეზეა. დღევანდელი მონაცემებით, საპენსიო აქტივები იმართება ეფექტურად, 11.1 %-ში, რაც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ მაღალი ამონაგები,"- განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ. 

დღის ამბები