25 ოქტომბერი 2020,   07:25
ვრცლად
ამერიკელმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ შეაჩერა

ამერიკელმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ, შეაჩერა. სასამართლომ ამ გზით სოციალური ქსელის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობა მისცა.

ჩინური აპლიკაციის წარმომადგენლობამ კი ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინური სოციალური ქსელი ტიკ-ტოკი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ტიკ-ტოკის საშუალებით, ჩინეთი ამერიკის მოქალაქეებზე პირად მონაცემებს აგროვებს. ჩინეთი ინფორმაციას უარყოფს.

დღის ამბები