20 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
რუსთავში ავარიას 16 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას რუსთავში. მოზარდი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა დაეჯახა.

გოგო სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლამდე დაიღუპა. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პოლიტრავმები აღენიშნებოდა.

წინასწარი მონაცემებით, მძღოლი მძღოლი ადგილიდან მიიმალა. 

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდა საპატრულო პოლიცია. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დღის ამბები