25 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების ზრდის პარალელურად ზოგიერთი სახელმწიფო შეზღუდვებს ამკაცრებს

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, ზოგიერთი სახელმწიფო შეზღუდვებს ამკაცრებს.

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ბარები ადრე დაიხურება, მოსახლეობას კი სავაჭრო ობიექტებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ.

შეზღუდვები მკაცრდება პარიზსა და საფრანგეთის კიდევ 11 ქალაქში, სადაც ბარები ღამის 10-დან დილის 6 საათამდე აღარ იმუშავებს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იგეგემება სლოვაკეთშიც. კენიაში კი კარანტინის პერიოდი კიდევ 60 დღით გახანგრძლივდება.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. ბოლო 24 საათში ვირუსს თურქეთში 65, რუსეთში 61, სომხეთში 6, აზერბაიჯანში კი 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები