19 აპრილი 2024,   03:28
ვრცლად
გარდაცვლილი 55 წლის პაციენტი აჭარიდან იყო, მას მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა - მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 55 წლის იყო აჭარიდან და მას ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა. 

"დღეს გარდაცვლილი პაციენტი გახლავთ აჭარიდან. 55 წლის ქალბატონი, რომელსაც ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა - შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, ინფარქტი და ორმხრივი მძიმე პნევმონია. შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძის განცხადებით, პაციენტს არაერთი ქრონიკული, თანმხლები დაავადება ჰქონდა. 

 "პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა აორტოკონორალური შულტირების შემდგომი მდგომარეობა იყო. ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტური ანგიოპათია და ინსულინდამოკიდებული იყო. ამასთან ჰქონდა დაბალი განდევნის ფრაქცია და აორტალური და მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დღეს გამთენიისას პაციენტი სამწუხაროდ გარდაიცვალა,"- აღნიშნა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ.

დღეს საქართველოში 33-ე პაციენტი გარდაიცვალა. 

დღის ამბები