24 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
"მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019-ის" მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელი ყველა ინსტიტუციური მიმართულებით გაუმჯობესდა

"მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019-ის" მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებელი ყველა ინსტიტუციური მიმართულებით გაუმჯობესდა.

მსოფლიო ბანკის მერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორუფციის კონტროლის კუთხით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს. ევროპაში კი საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მესამედ მოხვდა.

ქვეყანა რეგულარული ხარისხის კუთხით, მსოფლიოში 27-ე ადგილზეა.

რეიტინგებში "მთავრობის ეფექტიანობის" მაჩვენებელი კი, 100 პროცენტიანი შკალიდან 77%-ით არის შეფასებული. ქვეყანას გაუმჯობესება აქვს კანონის უზენაესობის აღსრულების მიმართულებითაც.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით 214 ქვეყანა და ტერიტორია ფასდება, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფოა. კვლევა 1996 წლიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

დღის ამბები