25 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
მსურს მადლიერება გამოვხატო ნატოს გენერალური მდივნის მიმართ იმისთვის, რომ ტერიტორიული ერთიანობისა და ინტეგრაციის კუთხით მხარდაჭერას ავლენს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ, ნატოს გენერალური მდივანთან შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, იენს სტოლტენბერგს საქართველოს მხარდაჭერის გამო, მადლობა გადაუხადა. 

"ბატონო გენერალურო მდივანო დიდ მადლობას გიხდით ნაყოფიერი შეხვედრებისთვის, ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ის საუბარი, რომელიც ჩვენს შორის შედგა. ეს შეხვედრა მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, განვიხილეთ წარმატება, რომელიც ფუნქციონირებს ნატოს ერთობლივი წვრთნების ფარგლებში. არსებით პაკეტი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ დინამიური მსვლელობა. ჩვენ ხაზი გავუსვით საქართველოს პასუხისმგებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ ერთობლივ მისიებს. ამასთან, ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ხარი დაეჭიროს შაბი ზღვის უსაფრთხოებას.  ჩვენ შევეხეთ საქართველოს როლს, სამხრეთ კავკასიის პარადიგმის ფარგლებში და ხაზი გავუსვით იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი გვიკავია შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

შევეხეთ ღია კარის პოლიტიკას, რომელიც შენარჩუნებულია ნატოს მიერ, განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია, მსურს მადლიერება გამოხატო ნატოს გენერალური მდივნის მიმართ იმისათვის, რომ ავლენს ტერიტორიული ერთიანობისა და ინტეგრაციის კუთხით მხარდაჭერას. ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განვითარებას,"- აღნიშნა საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ. 

 

დღის ამბები