19 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
თუ ვინმეს არ აწყობს რაიმე დარღვევა და გადაცდომა ეს არის საქართველოს ხელისუფლება - გია ვოლსკი 

ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში - კონკრეტულ ფაქტებზე ინფორმაციას ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს. ანგარიშს გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის მხრიდანაც.

"სამართლიანი არჩევნების" ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებს ეხებოდა, მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართულ ოცნებაში" ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ "სამართლიანი არჩევნები" არის მიკერძოებული.

"რაში აწყობს ახლა ოპოზიციის წარმომადგენლებს თავდასხმა და ან ვის შეიძლება ეგეთი ხელწერა ჰქონდეს? "ქართული ოცნების" გარდა ყველას. იმიტომ, რომ ეს თემა წამოიწიოს წინ, ამ თემას მიაქციონ ყურადღება.

რომელ ოპოზიციის წევრს დაესხნენ ესეც ხომ უნდა ვთქვათ არა?! ან როდის, ან რატომ მაინც და მაინც სახელისუფლებო რესურსს აბრალებს ამას ეს ანგარიში. მიკერძოების აშკარა ნიშნებია ამაში იმიტომ, რომ თუ ვინმეს არ აწყობს რაიმე დარღვევა და გადაცდომა - ეს არის საქართველოს ხელისუფლება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები