31 ოქტომბერი 2020,   00:40
ვრცლად
საზოგადოებრივმა სექტორმა განათლების სისტემის დეპოლიტიზირების ხელშეწყობის მიზნით კომისია შექმნა

საზოგადოებრივმა სექტორმა განათლების სისტემის დეპოლიტიზირების ხელშეწყობის მიზნით კომისია შექმნა. საზოგადოებრივი კომისიის წევრების თქმით, კომისიის მიზანია დაიცვას ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან განათლების სპეციალისტები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები.

"კომისიის მიზანი არის ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზირების ხელშეწყობა, რომ დაინტერესებულ მხარეებს, ვგულისხმობთ სისტემაში პირებს იმ შემთხვევაში თუ ფიქრობენ, რომ მათზე განხორციელდა პოლიტიკური ზეწოლა, ან აქვთ ინფორმაცია მსგავსი ფაქტების შესახებ შეუძლიათ მომართონ კომისიას, რის საფუძველზეც კომისია განიხილავს ამ ფაქტებს და მოახდენს შესაბამის საჯარო რეაგირებას, საჭიროების შემთხვევაში უშუამდგომლებს უფლებადაცვით ორგანიზაციებთან," - აცხადებს "კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის" წარმომადგენელი ირინა ხანთაძე.

დღის ამბები