24 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
ჩვენ ვიცით ცნობილი განცხადება: უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში - იენს სტოლტენბერგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალურ მდივნის შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო და საქართველო თანამშრომლობს და შრომობს იმისთვის, რომ პარტნიორობა უფრო გაძლიერდეს. 

 "ჩვენ ვაფასებთ საქართველოს იმ გაწეული პროგრესისთვის, რომელიც, ბოლო წლებში იქნა მიღწეული, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე იგულისხმება დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერება, ასევე უსაფრთხოების სამსახურის კუთხით, დაზვერვის კუთხით და ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების როლის გაძლიერების კუთხით, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა სფეროში. 

განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი იმ მიმართულებას, რომელიც უკავშირდება სასამართლო სისტემის გაძლიერებას.

ნატო და საქართველო ვთანამშრომლობდით აქამდე და ჩვენ ვიცით ცნობილი განცხადება: უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში. ჩვენ უფრო მეტს ვშრომობთ, რომ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები