დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით, ემიგრანტები სოციალური ქსელების მეშვეობით ახალი საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვენ.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში ხელისუფლებას ევალება საარჩევნო უბნის გახსნა, თუმცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს. მისივე თქმით, ჩნდება კითხვა - ხომ არ იყენებს ხელისუფლება ემიგრანტების ხმებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.
"ჩვენი ემიგრანტები სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად ითხოვენ ახალი საარჩევნო უბნების დამატებას. როდესაც ხელისუფლება ქმნის სპეციალურად ვაკუუმს ემიგრანტების ნების გამოხატვის საკითხში მიუხედავად იმისა, რომ მას ევალება შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში გახსნას საარჩევნო უბანი და არ ხსნის საარჩევნო უბნებს საზღვარგარეთ, ეს წარმოშობს ეჭვს, ხომ არ იყენებს ამ ვაკუუმს, ემიგრანტების ხმებს ხელისუფლება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად," - განაცხადა ანა დოლიძემ.