19 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
ხმაური მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან - კომისიების წარმომადგენლების განცხადებით, უბნების თავმჯდომარეები პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს

ხმაური იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ამ ოლქის საუბნო კომისიების წარმომადგენლები ოლქის თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. მათი თქმით, უბნების თავმჯდომარეები მოადგილეები და მდივნები პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს.

კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, თავმჯდომარეების სია წინასწარ ჰქონდათ გამზადებული და ხმათა უმრავლესობას ისინი არ აურჩევია და ეს კანონდარღვევაა. 

ოლქის საუბნო კომისიების წარმომადგენლებს ცესკო პასუხობს:

"აპელირება იყო რამდენიმე დღის წინ, რომ თითქოს სხდომები ტარდებოდა და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ მიწოდებული. ეს არის სიცრუე, რადგან 28-ში ცესკომ ბრიფინგი გამართა და ეს ინფორმაცია საჯაროდ გაჟღერდა,"- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ვალერიან მაისურაძე.

დღის ამბები